-
Filter
0
Categories
Search by author
Content type
keywords
მეტის ჩვენება
-
გამოქვეყნების თარიღი –
უკრაინისა და რუსეთს შორის მიძინებული კონფლიქტის რეესკალაციამ გლობალური პოლიტიკის ახალი რეალიები და მოცემულობები გამოააშკარავა. ერთი მხრივ, რუსეთმა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მკვეთრად შესუსტებული პოზიციების აღდგენა დაასრულა და სრულად რეაბილიტირდა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი აქტორი. ეს კარგად იკითხება, როგორც რუსეთის სამხედრო მანქანის განვითარებაში, ასევე ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაშიც. ყაზახეთის კრიზისის განმუხტვა რუსული სამხედრო მანქანის ეფექტურობის მორიგი დემონსტრაცია გამოდგა. მეორე მხრივ, რუსეთის გაძლიერების კვალდაკვალ დასავლური ქვეყნების ალიანსი უფრო და უფრო არადამაჯერებლად და დეზინტეგრაციის პირას მისულ ბლოკად წარმოგვიდგება. ბაიდენის ადმინისტრაციის მუქარა არც ისე სერიოზულად აღიქმება იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ დაკარგა კონტროლი ახლო აღმოსავლეთზე, დაპირისპირებაშია როგორც რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან – ირანთან, ასევე…
კონფლიქტები პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
-
გამოქვეყნების თარიღი –
გაეროს შუამავლობით მიმდინარე კლიმატის შესახებ მოლაპარაკებები შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში 31 ოქტომბერს გაიხსნა, სახელწოდებით „COP 26“. შეხვედრის მთავარ მიზანს პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება წარმოადგენს. სამიტის წარმატებულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა ქვეყნები და კორპორაციები ტემპერატურის ზრდის საშუალო წლიური მატება 1,5 გრადუსზე ან მასზე დაბლა შეინარჩუნონ. ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, მსოფლიო ლიდერთა შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, რადგან გარემოს დაბინძურების კუთხით წამყვანი სამი სახელმწიფო – ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი – ვერ მიაღწევს სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას 2050 წლისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვა სახელმწიფოთა პირველი პირებისგან განსხვავებით, ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერები კონფერენციაზე დასასწრებად გლაზგოში არ ჩასულან. საკითხის ირგვლივ პოზიციების…
პოლიტიკა
-
გამოქვეყნების თარიღი –
2021 წლის 15 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა ხელი მოაწერეს სამხედრო-თავდაცვით პაქტს – „აუკუსის“ (AUKUS) შეთანხმებას. აუკუსის პაქტი ითვალისწინებს ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობისთვის საჭირო ტექნოლოგიურ-ფინანსური დახმარების აღმოჩენას. აღნიშნულმა შეთანხმებამ გამოიწვია ავსტრალია-საფრანგეთს შორის წყალქვეშა ნავების მშენებლობის შესახებ ორმხრივი 55$ მილიარდი დოლარის შეთანხმების გაუქმება. „აუკუსის“ შეთანხმებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობაში. მათ შორის, ოფიციალურმა პარიზმა მას „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა და აღნიშნულის საპასუხოდ გამოიწვია ელჩები ავსტრალიიდან და აშშ-დან. სამხედრო პაქტი უკიდურესად მწვავედ შეფასდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდანაც. ოფიციალურმა პეკინმა მას “ცივი ომის მენტალიტეტით ნაკარნახევი გადაწყვეტილება” უწოდა და დასძინა, რომ…
პოლიტიკა
-
გამოქვეყნების თარიღი –
წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა საქართველოზე, სახელდობრივ: 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის მდგომარეობების შედარებითი ანალიზი. პრობლემების სათავეებთან რომ გადავინაცვლოთ, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველივე დაიწყო ჩინეთიდან, როცა 2019-2020 წლებში კორონავირუსის ჯგუფის ახალი შტამით ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, ჰუბეის პროვინციის მთავარ ქალაქ უჰანში. საწყის ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობამ ეს ინფორმაცია შედარებით მშვიდად მიიღო. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ მოწმე გავხდით თუ რამხელა პანიკამ მოიცვა მსოფლიო საზოგადოება. თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და კაცობრიობამ “უხილავ მტერთან” ბრძოლა დაიწყო. კოვიდ 19-ის აფეთქების საწყის ეტაპზევე (დაახლოებით 2 თვეში) ჩინეთმა შეძლო შეეჩერებინა ვირუსის აქტიური გავრცელება თავის ტერიტორიაზე. თუმცა, ამავდროულად…
რეალიზმი საქართველო სოციალური მეცნიერებები
-
გამოქვეყნების თარიღი –
After gaining independence, the nationalist discourse has gained momentum in Georgia. It’s been developing dynamically for over the last decades. During the 90s, the nationalist discourse was often moving beyond patriotic aspirations and was transmuting into ethnic-nationalist sentiments. This contingency was fueling intra-state tension and civil disarray and culminated in the war in Abkhazia, the Georgian-Ossetian conflict, and civil war. In the historical sense, chauvinism and xenophobia have never been integral elements of the Georgian culture, therefore, political conjuncture which occurred during the 90s has never been endemic for the Georgian society; We can assert that it was contradicting Georgian…
გლობალიზაცია გლობალური კრიზისი ნოოლოგია
-
გამოქვეყნების თარიღი –
,,ერის“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს და ეს ტერმინი მუდმივი განსჯის და გადასინჯვის საგანია აკადემიურ სივრცეში. არ არსებობს შეჯერებული პოზიცია თუ რას წარმოადგენს ერის ფენომენი. ერის მნიშვნელობა პირველად მე-19 საუკუნეში განიმარტა. ერს თავდაპირველად წარმომავლობის, დაბადების ადგილის აღსანიშნად იყენებდნენ, რაც ამ ცნების მნიშვნელობას სრულიად ვერ გამოხატავდა. საუკუნეების მანძილზე აქტიურად მიდის მსჯელობა თუ რას წარმოადგენს და როგორ უნდა განიმარტოს ერის ფენომენი. გამომდინარე ფაქტიდან, რომ ერი-სახელმწიფოები თანამედროვე მსოფლიოში და საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითად აქტორებად რჩებიან, აუცილებელია განისაზღვროს ერის მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე. ნაშრომში გაანალიზებული იქნება ერის, როგორც ერთობის მნიშვნელობა და ყურადღება გამახვილდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, თუ რას წარმოადგენს, ან როგორიცაა ერის ფენომენი
სოციალური მეცნიერებები
-
გამოქვეყნების თარიღი –
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1991-2020 წლებში 300 მდე პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წლის სა პარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55-მა, ქართველი ამომრჩევლების 62% ვერ ასახელებს პარტიას, რომელთა შეხედუ ლებები მათთვის მისაღებია. მხოლოდ ერთ მოცემულ მომენტში შეიძლებოდა ეს მაჩვენებელი მიგვეწერა შემთხვევითობისთვის, მაგრამ, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ეს ტენდენცია 10 წელია გრძელდება. ამ პერიოდში 28-ჯერ ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვით, 23%-ზე ნაკლები შედეგი არ დაფიქსირებულა, ხოლო საშუალო მაჩვენებელი 43%-ია, ბოლო 4 წლის საშუალო მაჩვენებელი კი – 51%. აღსანიშნავია, რომ სრულიად განსხვავებულია ვითარება აშშ-ში: იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ პარტიას არ ემხრობიან, 7-10%-ის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში ბოლო 30 წელიწადში 28 არჩევნები ჩატარდა. ეჭვგარეშეა, ეს…
არჩევნები პოლიტიკა საქართველო
-
გამოქვეყნების თარიღი –
აღნიშნული სტატია აანალიზებს სირიაში ქურთების ისტორიული და პოლიტიკური განვითარების ეტაპებს საფრანგეთის მანდატის პერიოდიდან დღემდე. ისტორიული და შედარებითი ანალიზის მე თოდის გამოყენებით აღნიშნულ სტატიაში ყურადღება გამახვილე ბულია იმ მნიშვნელოვან ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებზე, რამაც გავლენა იქონია ქურთებზე. კვლევაში ქრონოლოგიურად არის განხილული და გაანალიზებული ისეთი საკითხები, როგორიც არის საფრანგეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ, სირიის დამო უკიდებლობის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ქურთების მდგომარეობა თანამედროვე სირიაში. სტატიაში ასევე წარმოჩენი ლია ელ-ჰასაქის აღწერის შედეგები და „არაბული სარტყლის“ მნიშვნელობა. კვლევაში ასევე განხილულია ქურთული ძალის მნიშვნელობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. კვლევისფარგლებში შემოთავაზებულია ქურთული საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გამოსავალი. The article analyzes the stages of the historical and political development…
საერთაშორისო ურთიერთობები
-
გამოქვეყნების თარიღი –
The high level of political polarization and disagreement observed in the United States and Georgia or in the rest of the world has significantly increased over the past year. And its ever-rising state is also evident. The 2004 monograph authored by Georgian scientist Emzar Khvichia predicted the processes mentioned above. Mr. Khvichia’s work consists of a multidisciplinary theory called “Relativistic-Quantum Noology” (Noology). Through the theoretical approach, this article will examine the very process of how the theory of Noology has predicted the ongoing global political polarization. The paper will also address the local and global conflicts of the near future…
ნოოლოგები პოლიტიკა პროგნოზები
-
გამოქვეყნების თარიღი –
გლობალურ პოლიტიკურ ველზე მოქმედი დიდი სახელმწიფო აქტორების უთანხმოება სულ უფრო და უფრო სცილდება ზღვარს. მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების ფარგლებში დედამიწის მოსახლეობის უმეტესობის სრულ განადგურებას გამოიწვევს, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჰაერში და დიდი სახელმწიფოების მესვეურების ერთ არასწორ ნაბიჯს ელოდება, რომ ბირთვული ომი ჰიპოტეთურიდან რეალურ განზომილებაში გადმოიტანოს. ასეთ სიტუაციაში ჩნდება შეკითხვა: არის კი ომის გამომწვევი მიზეზების თავიდან არიდება შესაძლებელი? როგორ უნდა მოხერხდეს ასეთი განსხვავებული პრინციპების და ღირებულებების მქონე სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმება და მათ შორის პარიტეტის დამყარება? საქართველო უძველესი კულტურული და ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაა. რა ოპტიმალური ფუნქცია აკისრია ქართველ ერის კაცობრიობის განვითარების საქმეში და შეუძლია თუ არა საქართველოს შეიტანოს თავისი წვლილი…
ნოოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები საქართველო
-
გამოქვეყნების თარიღი –
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში დაწყებულმა მოვლენებმა მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოთა შორის განსაკუთრებულ თანამშრომლობას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაშორების ტენდენცია, რაც მათ შორის ინტერესთა კონფლიქტში გამოიხატება. კონფლიქტში უშუალოდ ჩართული მხარეები (რუსეთის ფედერაცია და უკრაინა) შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებს განეკუთვნებიან, ამიტომ რეგიონი აქტიური დაკვირვების ობიექტია გლობალური მასშტაბით, რადგან მასში მიმდინარე არაკონტროლირებადი მოვლენები საფრთხის შემცველია მსოფლიოსთვისაც. შესაბამისად, შავი ზღვის გეოგრაფიული მდებარეობა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალურ მოთამაშეთა ინტერესის სფეროსაც განეკუთვნება. რეგიონში არსებული გარემო, რომელმაც უკანასკნელი დეკადის განმავლობაში უფრო მეტი არასტაბილურობა შეიძინა, შეშფოთების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. შესაბამისად ხშირია დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ…
საქართველო
-
გამოქვეყნების თარიღი –
The process of globalization that started after WWII, has rendered the whole world united. The development of the internet has on its own further strengthened this unity. It can be said that over time some of the global political trends gain more importance than others. In this regard, the modern international political framework observes the phenomena of the decreasing trend of regionalism. At the same time, it is becoming more difficult for an international organisation like the UN to fulfill its duty. This is once again proven by the ongoing full-scale conflict between Russia and Ukraine and the global political…
პოლიტიკა
-
გამოქვეყნების თარიღი –
უკანასკნელ პერიოდში აქტიური მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში მკვეთრად იზრდება, ხოლო მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით სამომავლოდაც მზარდი მაჩვენებლების შეინარჩუნებას უნდა ველოდოთ. ასევე განხილვის საგანია ის, თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო, რაში მდგომარეობს მისი არსი და რა ფუნდამენტური მახასიათებლებით უნდა ხასიათდებოდეს იგი. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ცნების, როლის და ფუნქციების შესახებ მსჯელობას არაერთი მასალა და ნაშრომი მიეძღვნა, სადაც ისეთი დიდი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ: პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, მაკიაველი, ჰობსი და სხვები აქტიურად განიხილავდნენ სახელმწიფოს არსის ირგვლივ არსებულ ბუნდოვანებებს და მისეულ ხედვებსაც გვთავაზობენ. დღეისათვის რთულია უნიფიცირდეს სახელმწიფოს დეფინიცია, რადგან იგი ასოცირდება ისეთ ტერმინებთან როგორიცაა: საზოგადოება მოსახლეობა…
რეალიზმი
-
გამოქვეყნების თარიღი –
გლობალურ კრიზისზე დისკუსიის დროს სულ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად კრიზისის შინაარსი, მისი ხასიათი და გამომწვევი მიზეზები, კრიზისის ქრონოლოგია და პერიოდიზაცია, მისი თავისებურებანი თანამედროვე სამყაროში და სამომავლო დინამიკა. კრიზისის არსში ჩაწვდომა დღევანდელობის არსში გარკვევის თანაბარმნიშვნელოვანია, ხოლო თანამედროვე ეპოქის წაკითხვა სხვა არაფერია, თუ არა გლობალური კაპიტალისტური სისტემის ანალიზი. სტატია მიზნად ისახავს “მსოფლიო-სისტემების თეორიის“ გამოყენებით პასუხი გასცეს კრიზისის ირგვლივ არსებულ ფუნდამენტურ კითხვებს – რის და რა სახის კრიზისს მოვიაზრებთ, როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ კრიზისზე? რა ახალი მახასიათებლები აქვს თანამედროვე კრიზისს, რითი გამოირჩევა იგი წინა კრიზისული ისტორიული მომენტებისგან? რამ გამოიწვია კრიზისისთვის ახალი ხასიათის შეძენა და მისი ბუნების ტრანსფორმაცია? გააჩნია თუ არა კრიზისს ციკლური ხასიათი? რა…
გლობალური კრიზისი
-
გამოქვეყნების თარიღი –
ქურთები მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია. ისინი მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქურთისტანის სახელწოდებითაა ცნობილი. დღეს ქურთები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ოთხ სახელმწიფოში არიან წარმოდგენილნი და მრავალი წელია იბრძვიან ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ქურთების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკაში XIX საუკუნეში გააქტიურდა. იგი, ერთი მხრივ, განპირობებული იყო მსოფლიოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობების დაწყებით, ხოლო, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ევროპული სახელმწიფოების ჩარევით, რის გამოც იგი გასცდა რეგიონული პოლიტიკის საზღვრებს და საერთაშორისო საკითხად გადაიქცა. საერთაშორისო დონეზე დეკლარირებული თვითგამორკვევის უფლებისა და ახლო აღმოსავლეთში სამანდატო სისტემის ამოქმედების მიუხედავად, ქურთებმა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მაინც ვერ მოახერხეს სახელმწიფოს შექმნა. პირველი…
გლობალური კრიზისი